ფეხბურთი

16:48 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "ფეხბურთელისთვის სათამაშო დრო და ნდობა მნიშვნელოვანია"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ „კარხტენას“ ვებგვერდთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი ძალიან კარგი განწყობით ემზადება „ლას პალმასთან“ 20 თებერვალს დაგეგმილი მატჩისთვის. 26 წლის ფეხბურთელი ბედნიერია, რომ მას ახალ გუნდში ენდობიან.

„კარგი შეგრძნება გვაქვს, რადგან გუნდი კარგი განწყობით მუშაობს და აჩვენებს თავის სახეს. თუმცა, არის გარკვეული დეტალები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ, მაგალითად, უფრო მაღლა თავის დაცვა, რასაც მწვრთნელი ჩვენგან ითხოვს. ვიცით, როგორ უნდა შევუტიოთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმილი გვაქვს.

მადლობას ვუხდი მწვრთნელსა და კლუბს ნდობისთვის. არ ვარ, რათაც ხელი შევუწყო გუნდს ჩემი თამაშით. ფეხბურთელისთვის ყოველთვის კარგია სათამაშო დრო და მნიშვნელოვანია, როდესაც ენდობიან. მინდა, ეს ნდობა გავამართლო“, - თქვა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია „კარტახენას“ „ოვიედოდან“ სამი კვირის წინ შეუერთდა უკვე მოასწრო სამი მატჩის ჩატარება (მათ შორის, ორი შეუცვლელად). ამ შეხვედრებში „კარტეხენამ“, რომელიც 25 ქულით მე-19 ადგილზეა, 5 ქულა მოიპოვა და გიორგის ყოფილი გუნდი „ოვიედო“ 2:0 დაამარცხა (ქართველმა ამ მატჩში 90 წუთი ითამაშა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113368