თამაშგარე

13:23 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

“ვაი მძღოლი“ ჯესიკა ტოსკანინი

არგენტინელი მოდელი ჯესიკა ტოსკანი უცნაური ქცევითა და დაუდგრომელი ხასიათით მუდამ გამიორჩეოდა და ამის შესახებ ჩვენც ვწერდით. თუმცა, მაინც ალბათ ნაკლებად სავარაუდო იყო, ამ მშვენიერ მანდილოსანს ხასიათის ქარაფშუტულობა და “ვაი მძღოლობა“ პოლიციაში ყურყუტად თუ დაუჯდებოდა.

ამ ორი დღის წინ, ჯესიკა ტოსკანინი ბუენოს-აირესის ერთ-ერთი ფეშენებელური რესტორნიდან გვარიანად შეზარხოშებული გამოგოგმანდა, ჩაჯდა მის კუთვნილ “მერსედესში“ და მხოლოდ მანქანის გამოყენებისას ორი ავტომობილი დაამტვრია, ქუჩაში გასული კი კიდევ ერთ ავტომობილს დაეჯახა და ამის გამო ღამის გათევა პოლიციაში მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინაში საჭესთან ნასვამი მძღოლისათვის არც ისე დიდი ჯარიმებია დაწესებული, ამგვარი არასტანდარტული და საშიში ქცევა მიმტევებელმა არგენტინელმა სამართალდამცველებმაც კი ვერ აიტანეს და ჯესიკას დიდი ჯარიმის გადახდის პარალელურად მართვის მოწმობა სამი წლით ჩამოართვეს. დადგეს ახლა და იწუწუნოს...

0.133667