ფეხბურთი

18:53 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონაში" ბოლო საშინაო თამაში ჩაატარა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ზაფხულში „ბარსელონას“ დატოვებს და მან „კამპ ნოუზე“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩი ჩაატარა.

„მესის ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო საშინაო მატჩი ჰქონდა „ბარსელონაში“. ის ვერ შეძლებს ტიტულისთვის ბრძოლას და მისი მომავალი პსჟ-ში იქნება, მითუმეტეს, რომ ამ გუნდს პირისპირ შეხვდა. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია მას მისცეს ტიტულების მოგების შესაძლებლობა.

კუმანს არ ჰყავს გუნდი, გასაკრიტიკებელი არაფერია. არავინ ჰყავს სათადარიგო სკამზე, არ არიან საჭირო მოთამაშეები. პსჟ-ში პირიქითაა, რადგან ნეიმარისა და დი მარიას გარეშე ითამაშა, მაგრამ მაინც ძლიერი ძირითადი შემადგენლობა ჰყავდა“, - თქვა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ „ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ 4:1 მოუგო. ლიონელ მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მას ყველაზე აქტიურად პსჟ-ს უკავშირებენ.

0.141327