სხვა

17:23 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ტოკიო 2020: საქართველომ პლეი-ოფის წინ მონტენეგროსთან წააგო

ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. დეიან სტანოევიჩის გუნდი ჯგუფის ლიდერ და ძალიან ძლიერ მონტენეგროს დაუპირისპირდა და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

ქართველმა წყალბურთელებმა ოთხიდან სამ პერიოდში მონტენეგროსთან ფრედ ითამაშეს და მხოლოდ მეორე პერიოდი დათმეს 1:3. შედეგად, საბოლოო ჯამში 9:11 დამარცხდა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში ოთხი თამაში ჩაატარა, საბერძნეთთან (10:11) და მონტენეგროსთან (9:11) წააგო, ხოლო კანადას (14:11) და ბრაზილიას (12:8) მოუგო და პლეი-ოფში გავიდა, სადაც მეტოქე დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მონტენეგრო - საქართველო 11:9 (3:3, 3:1, 1:1, 4:4)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115507