ფეხბურთი

16:54 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონთა ლიგის ოთხი მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ უეფამ Fantasy Football-ის ქულების მიხედვით კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც „ლივერპულის“ 6 ფეხბურთელი მოხვდა, ხოლო ორი წარმომადგენელი დორტმუნდის „ბორუსიას“ ჰყავს.

მეკარე: ალისონი (ლივერპული)

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ოზან კაბაკი (ლივერპული), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული)

ნახევარმცველები: მაჰმუდ დაუდი (დორტმუნდი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სუსო (სევილია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სადიო მანე (ლივერპული)

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), კილიან მბაპე (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ ოთხი მერვედფინალური მატჩიდან სამში სტუმრებმა მოიგეს და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. პსჟ-მ „ბარსელონას“ (4:1), „დორტმუნდმა“ „სევილიას“ (3:2) და „ლივერპულმა“ „ლაიფციგს“ (2:0) აჯობა. ერთადერთი პირველადგილოსანი, რომელიც მერვედფინალში დამარცხდა, „იუვენტუსი“ გახლვათ, რომელმაც „პორტუსთან“ სტუმრად 1:2 წააგო.

მომდევნო კვირაში დარჩენილი ოთხი მერვედფინალური თამაში ჩატარდება: „ატალანტა“ – „რეალი“, „ლაციო“ – „ბაიერნი“, „ატლეტიკო“ – „ჩელსი“, „გლადბახი“ – „მანჩესტერ სიტი“.

0.122046