ფეხბურთი

22:46 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ახალგაზრდული ლიგის 2020/21 წლების სეზონი გააუქმა

2020/21 წლების ახალგაზრდული ლიგის სეზონი გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა. ახალგაზრდული ლიგის სტარტი გასულ წელს კომიტეტმა 2021 წლისთვის გადადო, თუმცა ამჯერად ტურნირი აღარ ჩატარდება.

უეფას განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შემოღებული შეზღუდვების ფონზე შეუძლებელია აღმოჩნდა მატჩების ორგანიზება. ამ პროცესს თან ერთვოდა ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდულ ლიგაში მონაწილეობაზე უარი ორმა კლუბმა გამოთქვა. საბოლოოდ, უეფამ ევროპული კლუბების ასოციაციასთან ერთად გადაწყვიტა პრიორიტეტი ახალგაზრდა მოთამაშეების ჯანმრთელობისთვის მიენიჭებინა და სეზონი გააუქმა.

0.123398