სხვა

21:49 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ტოკიო 2020: საქართველომ ბრაზილია დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გავიდა. დეიან სტანოევიჩის გუნდი ბრაზილიას გაეჯიბრა, რომელსაც მოლოდინისამებრ აჯობა - 12:8.

ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს საწყისი ორი პერიოდი 3:1 მოიგეს და მატჩის ბედიც პრაქტიკულად მაშინ გადაწყდა. საბოლოოდ, სამხრეთ ამერიკელებთან საქართველომ საქმე ბოლომდე წარმატებით მიიყვანა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში საბერძნეთთან დრამატულ ბრძოლაში 10:11 წააგო, შემდეგ თურქეთთან მატჩი არ ჩატარებულა, რადგან მეტოქემ კორონავირუსის გამო ტურნირში მონაწილეობა საერთოდ ვერ შეძლო, გუშინ კანადას 14:11 მოუგო და ახლა ბრაზილიაც დაამარცხა, რის შედეგადაც ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლიდერ მონტენეგროს შეხვდება. პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ნიდერლანდების ან ხორვატიის ნაკრები იქნება. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას საერთო ჯამში 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

საქართველო - ბრაზილია 12:8 (3:1, 3:1, 2:1, 4:5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105151