ფეხბურთი

19:30 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი სამი კვირა ვერ ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იყვენტუსის" მცველი ლეონარდო ბონუჩი ტრავმის გამო მომდევნო სამი კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია Football-Italia-მ გაავრცელა.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ლეონარდომ ტრავმა "პორტუსთან" მოსამზადებელი მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო და განაცხადს მიღმა დარჩა. "იუვენტუსმა" პორტუგალიურ კლუბთან ჩემპიონთა ლიგის თამაში 17 თებერვალს გვიან ღამით უნდა გამართოს.

მიმდინარე სეზონში ბონუჩიმ ტრავმა მეორედ მიიღო, სულ კი ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და თავი ორი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105519