ფეხბურთი

16:17 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოიზე კინი: "ბარსელონასთან" მატჩი ძალიან დიდი ხანი მემახსოვრება"

“პარი სენ ჯერმენის ფეხბურთელმა მოიზე კინიმ „ბარსელონასთან (1:4) მატჩში გოლის გატანა მოახერხა. პარიზულმა კლუბმა კატალონიელებს სწორედ იტალიელისა და კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქის წყალობით აჯობა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა მატჩის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ეს მატჩი ძალიან დიდხანს მემახსოვრება. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ზოგადად მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. შეხვედრის ბოლოს „ბარსელონამ“ შეტევის გაძლიერება სცადა, თუმცა გამკლავება მოვახერხეთ.

კილიან მბაპე? ვარჯიშებზე მას ხშირად ვუყურებ ხოლმე. მსიამოვნებს მასთან ვარჯიში და ძალიან ბევრს ვსწავლობ. „ბარსელონას“ 3 გოლი გაუტანა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მშვენიერი საღამო გამოვიდა“, - განაცხადა კინმა UEFA-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენს" შორის განმეორებითი შეხვედრა პარიზში, 11 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115364