ფეხბურთი

12:14 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო "ბარსელონასთან" 4:1-ზე: "სრულყოფილება არ არსებობს"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „ბარსელონასთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულმა გუნდმა პრაქტიკულად იდეალური ანგარიშით მოიგო, პოჩეტინო წყვილში დასრულებლად არაფერს მიიჩნევს.

„ყველა თამაშში ვცდილობთ ბალანსი ვიპოვოთ დაცვასა და თავდასხმას შორის, მაგრამ გასაუმჯობესებლად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. მხოლოდ 40 დღეა, რაც აქ ვარ, ჩვენი იდენტობა ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ. სრულყოფილება არ არსებობს, კმაყოფილი ვარ შედეგით და თამაშით, მაგრამ თავმდაბლობა უნდა შევინარჩუნოთ. კვირას „მონაკოსთან“ დიდი მატჩი გვაქვს და უკვე ამაზე ვფიქრობთ.

ვერატი არის მოთამაშე, რომელიც თამაშს ძალიან კარგად კითხულობს. ის საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ბურთის ფლობა და დაცვაში ბურთი სწორად ვატაროთ, რომ შეტევის წამოწყება შევძლოთ. მას შეუძლია იმუშაოს და ჩემთვის ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, წინ კიდევ 90 წუთია და მათ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ, წინ მეორე თამაშია“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო შეხვედრა 11 მარტს, პარიზში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113803