ფეხბურთი

12:50 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "პსჟ რიგ ასპექტებში ჩვენზე გამოცდილი და ძლიერია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ (1:4) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღიარა, რომ ფრანგული კლუბი ახლა მის გუნდზე გაცილებით ძლიერია.

„არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, ვაღიაროთ, რომ ისინი მეორე ტაიმში ჩვენზე უკეთესები იყვნენ. მათ აჩვენეს, რომ ჩვენზე სრულყოფილი გუნდი ჰყავთ. ამას ვიღებთ, მაგრამ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. ვიცოდით, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ფიზიკურად და გამოცდილებით, რეალურად რიგ ასპექტებში ჩვენზე წინ არიან.

მეორე ტაიმში დაცვაში პრობლემები გვქონდა, პსჟ-მ აჩვენა, რომ ფიზიკურად ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერები არიან. შედეგი ასახავს თუ რამდენად უკეთესი იყო მეტოქე, უფრო ეფექტურებიც იყვნენ. პირველი ტაიმი შედარებით დაბალანსებული იყო და 1:0-ზე უსმანეს შეეძლო მეორე გოლიც გაეტანა. შემიძლია ტყუილი გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ შინ 1:4-ის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლის ძალიან ცოტა შნასია. ამ თამაშმა გვანახა თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის დონეზე“, - თქვა კუმანმა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორი საშინაო მატჩი ისტორიაში პირველად წააგო, თანაც ისე, რომ ორივეში მინიმუმ სამი გოლი გაუშვა. პსჟ-მდე „კამპ ნოუზე“ „ბარსას“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ 3:0 აჯობა.

0.116166