ფეხბურთი

17:21 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით უფრო სანხაობრივი და საინტერესო იქნება"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგა ფორმატის შეცვლის შემდეგ ბევრად საინტერესო გახდება, ვიდრე ამჟამად არის. ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან ინტერვიუში თქვა.

„ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით უფრო სანახაობრივი და საინტერესო იქნება, ვიდრე მიმდინარე ჯგუფური ეტაპი, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად მოსაწყენი იყო. ჩემპიონთა ლიგა უფრო საინტერესო გახდება, უფრო რთული იქნება პლეი-ოფში გასვლა.

ეროვნულ ჩემპიონატებს მნიშვნელობა დაეკარგება? არა, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. ახალი ჩემპიონთა ლიგა ტორტზე ალუბალი იქნება, მაგრამ შიდა ჩემპიონატების ღირებულება არ შეიცვლება, იტალიელი ქომაგისთვის ისევ მნიშვნელოვანი იქნება როგორ დასრულდება მილანური დერბი ან „იუვენტუსის“ მატჩი“, - უთხრა რუმენიგემ Corriere Della Sera-ს.

შეგახსენებთ, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმას 2024-2025 წლების სეზონიდან გეგმავს. მოსალოდნელ ფორმატზე უფრო დეტალურად ინფორმაციას შეგიძლია აქ გაეცნოთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12695