ფეხბურთი

14:57 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: „ფეხბურთი VAR-ის გარეშე უკეთესი გახდება“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ამჟამად კი „დერბი ქაუნთის“ მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, ჟურნალისტებს ვიდეოგამეორების შესახებ გაუზიარა აზრი.

„პრემიერლიგაში VAR-ის ზოგიერთი გადაწყვეტილება გაუგებარია. საიდან იგონებენ ასეთ რაღაცეებს მსაჯები უცნაურია. მიმაჩნია, რომ VAR-ის გარეშე ფეხბურთი უკეთესი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მსაჯების გადაწყვეტილებებს კონკერეტულ ეპიზოდებში არ ვეთანხმებით, მათ მუშაობას პატივი უნდა ვცეთ.

VAR-ის პირობებში ფეხბურთი ემოციას მოკლებულია. მახსოვს, როგორ გამქონდა გოლები თუნდაც თამაშგარეში ყოფნის დროს. უბრალოდ, წამით თანამსაჯს გავხედავდი ხოლმე, თუ ალამი დაწეული ჰქონდა აღნიშვნას ვაგრძელებდი.

ის, რომ დღეს ფეხბურთელებს ერთი ან ორი წუთი უწევთ ლოდინი, ჩაითვალა თუ არა გოლიო, საშინელებაა. გოლის აღნიშნვა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდია. ამ დროს გულშემატკივარი კლუბთან და მოთამაშესთან ერთიანობას გრძნობს. როცა ასე არ ხდება, კავშირი იკარგება.“ - ციტირებს რუნის სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111536