ფეხბურთი

1:21 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "გამათავისუფლებენ? არა, პაუზა არ მჭირდება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანულ „ლაიფციგთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წინ ისაუბრა. გერმანელ სპეციალისტს ჰკითხეს, ემუქრება თუ არა სამსახურიდან გათავისუფლება, რაზეც მან უპასუხა, რომ არა, რადგან სამწვრთნელო კარიერაში პაუზის აღებას არ აპირებს.

„სამსახურიდან გამათვისუფლებენ თუ ჩემით წავალ? არა, არცერთი და პაუზაც კი არ მჭირდება. 20 წელია მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ რაღაცები უნდა გავმიჯნო. მე არ ვქმნი პრობლემებს სამუშაო ადგილზე და თუ აქ ვარ, გამოდის, რომ აქ ვარ. ცხადია, რაც ხდება, ჩემზე მოქმედებს, მაგრამ ჩემს გამო არავინ უნდა იდარდოს.

ბევრი არ მძინავს და ჩემი თვალები გაფართოებულია, მაგრამ ენერგიით სავსე ვარ. ჩვენ „ლივერპული“ ვართ და შედეგები გვჭირდება. 60 წუთი არ უნდა ველოდოთ მეტოქის ნახევარდაცვის გადალახვას, ჩვენ დომინანტები უნდა ვიყოთ და ვიქნებით, მზად ვართ, ბიჭები მზად არიან. ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ კრიზისიდან გამოსასვლელად“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლაიფციგისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 16 თებერვალს, 23:55 საათზე დაიწყება. მატჩი კორონავირუსის გამო არსებული რეგულაციების გამო ბუდაპეშტში გაიმართება და არა გერმანიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117385