ფეხბურთი

0:49 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "ბარსელონაზე" ძლიერი ამ დროისთვის არავინაა"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მატჩით გაიხსენა, რომელსაც დიდი ინტერესი ახლავს. კატალონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი თავისი ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნებულია და განაცხადა, რომ „ბარსელონაზე“ ძლიერ გუნდს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

„მოხარული ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგას ვუბრუნდებით. ვერ ვხედავ „ბარსაზე“ უფრო ძლიერ გუნდს. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, კონდიცია იხვეწება და იზრდება, მაღალ დონეზე ვთამაშობთ და ვფიქრობ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია.

წილისყრაში არ გაგვიმართლა, მაგრამ როგორც ბიჭებს ვუთხარი, ძალიან გავიზარდეთ. ამ მატჩს დიდი თავდაჯერებით ვხვდებით. რა თქმა უნდა, გატანა და კარის მშრალად შენახვა მეორე მატჩის წინ შესანიშნავი იქნება. ვწუხვარ, რომ ნეიმარი არ იქნება. ასეთი ფეხბურთელები თამაშს ამდიდრებენ, მაგრამ ყველა გუნდს უწეს დანაკლისით ცხოვება. რა თქმა უნდა, ჩვენს მეტოქეს სხვა მრავალი ალტერნატივაც აქვს.

ეს არ არის ინდივიდუალური დაპირისპირება, ეს არის საფეხბუთო მატჩი ორ გუნდს შორის. ლეო „ბარსელონაში“ თამაშობს და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. მეორე გუნდს ჰყავს მბაპე, არაჩვეულებრივი მოთამაშე, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩების მოგება და დიდი პრობლემების შექმნა. მე მის წინააღმდეგ განსაკუთრებულს არ ვგეგმავ, გუნდურად ვეცდებით თავის დაცვას და შესანიშნავი მატჩი გველოდება“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114728