სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:41 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი გაწვრთნის
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლი დაინიშნა. სფფ-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. აღმასრულებელმა კომიტეტმა სანიოლი ნაკრების თავკაცად 15 თებერვალს დაამტკიცა. სანიოლთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა და უკვე ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება.

ვილი სანიოლის სამწვრთნელი კარიერა 2013 წელს დაიწყო და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა, 2014-2016 წლებში „ბორდოში“ იმუშავა, ხოლო 2017 წელს მიუნხენის „ბაიერნში“ მწვრთნელის ასისტენტი იყო. მას გაცილებით კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. 1995-1997 წლებში „სენტ ეტიენში“, ხოლო 1997-200 წლებში „მონაკოში“ ითამაშა. 2000-2009 წლებში მიუნხენის „ბაიერნის“ დაცვის ხაზში შეუცვლელი ფიგურა იყო და კარიერაც „რეკორდმაისტერში“ დაასრულა.

სანიოლიმ „ბაიერნში“ 5-ჯერ ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი და ერთხელ გერმანიის ლიგის თასი მოიგო, ასევე თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და საკონინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა. საფრანგეთის ნაკრებში სანიოლიმ 2000-2008 წლებში 58 უგოლო მატჩი ჩაატარა, ორჯერ კონფედერაციათა თასი მოიგო და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

43 წლის სპეციალისტის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 მარტს, შვედეთის ნაკრებთან საგარეო მატჩში შედგება. საქართველო 28 მარტს თბილისში ესპანეთს შეხვდება, ხოლო 31 მარტს, სალონიკში საბერძნეთს ესტუმრება.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ ბორდოში. მიუნხენის ბაიერნში კი, იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10925
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X