ფეხბურთი

18:08 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დღეს სფფ-ს აღმასკომი საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე იმსჯელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ონლაინ-რეჟიმში გაიმართება და აღმასკომის წევრები საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ.

აღმასკომის სხდომა 18:30 საათზე დაიწყება და ამ ეტაპზე უფრო მეტი კონკრეტული დეტალი უცნობია. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები უკვ 3 თვეზე მეტია უმწვრთნელოს იმყოფება.

2020 წლის ნოემბერში ვლადიმირ ვაისი დაკავებული პოსტიდან გადადგა, მაგრამ მისი შემცვლელი ჯერჯერობით არ ჩანს. საქართველოს ნაკრებს მარტის ბოლოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამი მატჩი ელოდება შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან, ამდენად მწვრთნელის დასანიშნად სფფ-ს ბევრი დრო ნამდვილად არ დარჩა.

0.104749