ფეხბურთი

13:28 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მილანთან" მატჩამდე "ინტერისთვის" ლიდერის რანგში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლაციოსთან“ მოგებული თამაშის შემდეგ (3:1) კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით მომავალ ტურში გასამართ „დერბი დელა მადონინაზე“ ლიდერის სტატუსით ყოფნა მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის პოზიციის გაუმჯობესება სატურნირო ცხრილში? ეს ჩვენი მიზანი იყო და ამას დიდხანს ვცდილობდით. საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიეთ. ისეთი დიდი გუნდის დამარცხება, როგორიც „ლაციოა“, სასიხარულოა.

შემიძლია მათ მხოლოდ კარგი თამაში მივულოცო, ისე კი ჩვენთან შეხვედრამდე ზედიზედ 6 მატჩი მოგებით დაასრულეს და ამის ფონზე „ინტერის“ გამარჯვება კიდევ უფრო ღირებულია. უფრო მეტიც, რამდენიმე დღეში „მილანის“ წინააღმდეგ დერბი გვაქვს. ეს იქნება თამაში დიდი ამბიციების მქონე გუნდებისთვის და ბედნიერი ვარ, რომ ამ დაპირისპირებას ლიდერის პოზიციით ვხვდებით“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „სპეციასთან 2:0 წააგო და სერია A-ში ლიდერის პოზიცია დაკარგა, ამ მარცხით კი „ნერაძურიმ“ ისარგებლა და სატურნირო ცხრილში 50 ქულით გალიდერდა. ანტონიო კონტეს გუნდი „როსონერის“ 1 ქულით უსწრებს, ხოლო უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირება 21 თებერვალს გაიმართება.

0.11265