ფეხბურთი

16:45 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

2 მატჩში 8 გოლი - მოურინიოს კარიერის ანტირეკორდი

ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში გაშვებული გოლების კუთხით ანტირეკორდი აქვს. „ტოტენჰემმა“ ბოლო ორ მატჩში 8 გოლი გაუშვა, რაც პორტუგალიელის საქმიანობაში პირველად მოხდა.

„მამლებმა“ ჯერ ინგლისის ასოციაციის თასზე „ევერტონთან“ 4:5 წააგეს, ხოლო გუშინ პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდნენ (0:3).

Opta-ს ცნობით, მოურინოს გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ ორ თამაშში 8 გოლი პირველად გაუშვა. მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ არასტაბილურია, მომდევნო მატჩს კი ევროპა ლიგაზე ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერის“ წინააღმდეგ 18 თებერვალს ჩაატარებს.

0.118226