ფეხბურთი

16:09 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა ჩემი ოცნებაა, ეს გამორიცხული არ არის"

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ნოელ ლე გრე გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნას აპირებს. ამის შესახებ კომენტარის გაკეთება მადრიდის „რეალის“ მოქმედ თავკაცს მოუწია და მშობლიურ ნაკრებში მუშაობა არ გამორიცხა.

„მე კარგი ურთიერთობა მაქვს ლე გრესთან, ჩვენ ერთმანეთს 1998 წლიდან ვიცნობთ. ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს, რადგან 10 წლის წინ, როდესაც მწვრთნელობა დავიწყე, ვთქვი, რომ ერთ დღეს ეს შესაძლებელი იქნებოდა, რადგან ეს ჩემი ოცნებაა. თუმცა, ახლა მადრიდის „რეალში“ ვარ და მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მომავალში ვნახოთ რა მოხდება, ახლა ყოველდღიურად „რეალზე“ ვფიქრობ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ არც ისე წარმატებული სეზონი აქვს და ზიდანის გუნდიდან გაშვების შესახებ საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. დიდი შანსია, რომ ზიზუს „სამეფო კლუბის“ დატოვება ზაფხულში მოუწიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128533