ფეხბურთი

12:27 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ბოდიში, პროვოკაციაზე არასწორი რეაქცია მქონდა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სამშაბათს, „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან დაპირისპირების გამო ბოდიში მოიხადა. იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მას არასწორი რეაქცია ჰქნდა პროვოკაციაზე და შეცდა.

„მინდა განვმარტო სიტუაცია ტურინში მომხდართან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო მედიის შედეგები: სიმართლე ცნობილია, ყველამ დაინახა და მოისმინა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი მისაბაძი მოდელები ვართ და ვალდებული ვართ ნებისმიერ გარემოებაში თავი შევიკავოთ. ვწუხვარ მომხდარისთვის, ბოდიშს გიხდით შეურაცხმყოფელი რეაგირებისთვის. შემეძლო სხვაგვარი რეაქცია მქონოდა, ალბათ, ირონიული ტაშით, რაც უფრო პოზიტიური იქნებოდა. არასწორი რეაქცია მქონდა პროვოკაციებსა და შეურაცხყოფაზე. ვიმეორებ: ბოდიში და მომავალში არ გავიმეორებ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ ანდრეა ანიელის, რომელთანაც არც ისე შორეულ წარსულში მეგობრობდა, შუა თითი უჩვენა, საპასუხოდ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. ეს ყველაფერი კამერების წინაშე მოხდა და რა თქმა უნდა, იტალიაში განხილვის თემად იქცა.

0.115071