ფეხბურთი

22:24 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა დონარუმას კონტრაქტი შესთავაზოს

პსჟ „მილანის“ მეკარით, ჯანლუიჯი დონარუმათი დაინტერედა - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი, ლეონარდო, იტალიელს კარგად იცნობს ჯერ კიდევ „მილანში“ მუშაობის დროიდან და დიდი ხანია პარიზში გადაბარგებას სთავაზობს.

გაცხადდა, რომ „მილანი“ მზადაა დონარუმას ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში ჯამაგირად 7,5 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა მეკარის აგენტი მინო რაიოლა 10 მილიონს და მოკლევადიან ხელშეკრულებას ითხოვს.

21 წლის დონარუმას „მილანთან“ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130885