ფეხბურთი

21:09 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ „გრანადას“ მოუგო და „რეალს“ 8 ქულით გაუსწრო

ესპანური პრიმერას 23-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად „გრანადა“ დაამარცხა (1:2), 54 ქულა მოაგროვა და 8 პუნქტით გაუსწრო უშუალო მდევარ „რეალს.“ თანაც თამაშით ნაკლები აქვს.

63-ე წუთზე სტუმარმა მარკოს ლიორენტემ გახსნა ანგარიში. სამ წუთში იანხელ ერერამ გაათანაბრა. 74-ე წუთზე კი ანხელ კორეამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108792