ფეხბურთი

20:17 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერის ლესტერული ტრუსები

„ლესტერის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევი, გარი ლინეკერი, ცნობილია თავისი ენაკვიმატობით და სახალისო ქცევებით. ამჯერად მან თავისი ტვიტერის გვერდზე „ლესტერის“ სიმბოლიკიანი ტრუსების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ბედნიერი ტრუსები“ და კომენტარიც დაურთო: „რა გიჟური 5 წუთი იყო! ჩემს ასაკში ასეთი რამ გულისთვის სახიფათოა. როგორ მოახერხა „ლესტერმა“ თამაშის შემობრუნება.“

საქმე ის არის, რომ პრემიერლიგის 24-ე ტურის გამხსნელ მატჩში „ლესტერმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო. სტუმრები 67-ე წუთზე სალაჰის მიერ გატანილი გოლით იგებდნენ და თამაშსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ 7 წუთის ინტერვალში ლესტერშირელებმა სამი ბურთის გატანა მოახერხეს (მედისონი - (78), ვარდი (81), ბარნსი (85).

„ლესტერს“ 24 თამაშის შემდეგ 46 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. 40-ქულიანი „ლივერპული“ კი მე-4 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106664