ფეხბურთი

16:26 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგმა" "სიტიდან" ანხელინიო გამოისყიდა

გერმანულმა „ლაიფციგმა“ „მანჩესტერ სიტიდან“ ანხელინიოს სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. ესპანელმა ფეხბურთელმა „რედ ბულელებთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ანხელინიო „ლაიფციგს“ 2020 წლის იანვარში 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, რომელიც გასულ ზაფხულს ერთი წლით განახლდა, ახლა კი გერმანელთა სრულფასოვანი წევრი გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 18 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე სეზონში ანხელინიომ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113552