ფეხბურთი

14:30 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერში" ედინსონ კავანის მომავალი ბუნდოვანია

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ედინსონ კავანის მომავალი ბუნდოვანია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული გაუხანგრძლივოს თუ არა ურუგვაელ ფორვარდს კონტრაქტი.

კავანის ხელშეკრულება ზაფხულში იწურება, თუმცა, ის ოლე გუნარ სულშერის გუნდის შეუცვლელად ფიგურად ვერ იქცა, ამიტომაც, უცნობია დარჩება თუ არა „ოლდ ტრაფორდზე“ მომდევნო სეზონშიც. დიდი შანსია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა სეზონის დარჩენილმა ნაწილმა იქონიოს.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი „მანჩესტერს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112888