ფეხბურთი

11:43 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის და გიორბელიძის გუნდი "ტოტენჰემს" ნეიტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ ნეიტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს.

კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების გამო შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ამრიგად, ქართველების გუნდმა მასპინძლის უპირატესობა წყვილში დაკარგა. შეგახსენებთ, ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მატჩი სწორედ ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11284