ფეხბურთი

12:17 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "ვწუხვარ გატუზოს სიტუაციის გამო, მაგრამ ჩემს პრობლემებზე უნდა ვიფიქრო"

სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს და ჯენარო გატუზოსთვის შესაძლოა ეს გადამწყვეტი თამაში გამოდგეს. იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ მარცხის შემთხვევაში „რინოს“ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ.

ამის შესახებ კომენტარის გაკეთება მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „იუვეს“ თავკაც ანდრეა პირლოს სთხოვეს, რომელიც გატუზოს დიდი ხნის და ახლო მეგობარია.

„წინ ვიყურებით და მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩვენს გზაზე ვფიქრობთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვება და კარგად ასპარეზობაა. ნეაპოლში მხოლოდ 3 ქულისთვის მივდივართ, არა იმისთვის, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის რბოლიდან გამოვთიშოთ. გატუზოს გათავისუფლება ემუქრება? ეს ჩვენი საქმიანობის ნაწილია. ვწუხვარ რინოს სიტუაციის გამო, მაგრამ ჩემს პრობლემებზე უნდა ვიფიქრო“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ სამი კვირის წინ იტალიის სუპერთასზე 2:0 დაამარცხა. ტურინული გუნდისა და ნეაპოლელთა დაპირისპირება „სტადიო დიეგო მარადონაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

0.111616