ფეხბურთი

11:07 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" თურქულ შეკრებაზე რუსულ გუნდს მოუგო

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარმა „თელავმა“ თურქეთში შეკრება დაიწყო და პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა. კახური გუნდი რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ „ნეფტეხიმიკს“ გაეჯიბრა.

„თელავმა“ მეტოქის ძლევა მოახერხა - 2:1. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ქართველი ფეხბურთელების ანგარიშზეა. თელაველთა რიგებში თორნიკე ძოწენიძემ და ლუკა სოსიაშვილმა გაიტანეს, ხოლო რუსული კლუბის რიგებში თავი მერაბ ურიდიამ გამოიჩინა.

„თელავი“ თურქულ შეკრებას აგრძელებს და ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებს.

თეგებითელავი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128951