ფეხბურთი

1:40 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ფრანგი მცველის ტრანსფერი შეათანახმა

„ლაიფციგის“ მცველი დაიოტ უპამეკანო კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ტრანსფერზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

უპამეკანო „რეკორდმაისტერს“ ზაფხულიდან შეუერთდება და „ლაიფციგი“ ფრანგი უკანახაზელის სანაცვლოდ 42.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

უპამეკანო „ლაიფციგში“ 2016 წლიდან თამაშობს და დღემდე 139 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა, საფრანგეთის ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.119293