ფეხბურთი

21:54 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "კრასნოდართან" ბრძოლაში წააგო

თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა. თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და დადებითი შედეგის მიღწევაც შეეძლო.

„ლოკო“ რუსულ „კრასნოდარს“ გაეჯიბრა, რომელმაც გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, თუმცა პირველი გუნდიდანაც ჰყავდა მოთამაშეები. რუსებმა ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს და დამაჯერებლად დაწინაურდნენ.

თბილისელებმა მალევე ირაკლი სიხარულიძის გოლით გაქვითეს ერთი ბურთი და თამაშში დაბრუნდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს სულეიმანოვმა საჯარიმო დარტყმა გაიტანა და სხვაობა ისევ ორბურთიანი გახადა. მეორე ნახევარში „ლოკომოტივმა“ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და თეიმურაზ შონიამ დაამწუხრა რუსები. ანგარიშის გასათანაბრებლად ჭიაბრიშვილის გუნდს 20 წუთი ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა და 2:3 დამარცხა.

შეგახსენებთ, პირველ სპარინგში „ლოკომოტივი“ „როსტოვთან“ 1:4 დამარცხდა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

„ლოკომოტივი“ – „კრასნოდარი“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 კამბოლოვი (14), 0:2 კუტოვოი (16), 1:2 სიხარულიძე (17), 1:3 სულეიმანოვი (34), 2:3 შონია (69)

0.112715