ფეხბურთი

13:20 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოციალურ ქსელებში „ინტერის“ ახალი ლოგო გამოჩნდა

მილანის „ინტერი“ უახლოეს ხანში ლოგოს შეიცვლის. ახალ ვარიანტში აღარ არის ოქროსფერი წრე, კომპოზიციის მთავარი ატრიბუტები ასოები I და M (Inter Milan) გახლავთ. მანამდე კლუბი ოთხასოიან აბრევიატურას იყენებდა - ACIM.

ლოგო, რომლითაც გუნდი ამჟამად თამაშობს, 2007 წლიდან გამოიყენება.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 21 ტურის შემდეგ 47 ქულით „ინტერი“ მეორე ადგილზეა და ორი პუნქტით ჩამორჩება თანაქალაქელ ლიდერ „მილანს.“

თეგებიინტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114498