ფეხბურთი

12:52 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი გატუზოს შესახებ

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ჟურნალისტებს მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს პოსტიდან სავარაუდო წასვლის შესახებ ესაუბრა.

8 თებერვალს იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში გაცხადდება დარჩება თუ არა რინო თავის თანამდებობაზე.

„ჩვენ მწვრთნელის გვერდით ვართ. მისი გვჯერა. ახლა ყოველი ქულისთვის ვიბრძვით. დასკვნებს კი სეზონის შემდეგ გავაკეთებთ.“ - ციტირებს ჯუნტოლის სიტყვებს RAI Sport.

შეგახსენებთ, რომ 21-ე ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს ცხრილში 37 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113522