ფეხბურთი

10:48 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ მე-200 მატჩი მოიგო

ინგლისის თასის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „სუონსი“ სტუმრად 1:3 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. ეს მოგება მე-200 გამოდგა გუნდისთვის ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობით. ამისათვის მას 268 მატჩი დასჭირდა.

გვარდიოლა „სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს. კონტრაქტი კი 2022-23 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. მანამდე ის „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ მუშაობდა.

მიმდინარე პრემიერლიგაში, 22 მატჩის შემდეგ 50 ქულით „ქალაქელები“ სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111664