ფეხბურთი

19:19 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგის ყოფილი შეყვარებული გარდაცვლილი იპოვეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველის, ჟერომ ბოატენგის შეყვარებული კასია ლენჰარდტი ბერლინში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გერმანელი ფეხბურთელი მას სულ ახლახან, ერთი კვირის წინ დაშორდა.

ბოატენგი და კასია ერთად 15 თვის განმავლობაში იყვნენ, სანამ ურთიერთობა გაუფუჭდებოდათ. ჟერომმა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას კლუბისგან გათავისუფლება სთხოვა და ყატარიდან გერმანიაში დაბრუნდა. შესაბამისად, ხვალ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მექსიკური „ტიგრესის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

კასია ლენჰარდტის გარდაცვალების თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ პოლიციის პირველადი განცხადებით ირკვევა, რომ 25 წლის მოდელმა თავი მოიკლა და ამ დროისთვის მკვლელობის ნიშნები არ იკვეთება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116669