ფეხბურთი

17:22 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბევრად დიდ პატივისცემას ვიმსახურებდი" - სილვამ პსჟ-დან წასვლის მიზეზზე ისაუბრა

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ტიაგო სილვამ „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლის მიზეზზე ისაუბრა. ბრაზილიელის განცხადებით მას კლუბი ცუდად მოექცა, თუმცა პარიზში გატარებულ დროს მაინც კარგად იხსენებს.

„მათ საერთოდ არაფერი შემომთავაზეს. კლუბმა არც კი მკითხა თანახმა ვიყავი თუ არა მეთამაშა 1 ევროდ. ამ ფაქტმა გული ძალიან მატკინა. პანდემიის დროს მათ 3 თვე ჰქონდათ, თუმცა ამ დროის განმავლობაში მათგან არანაირი წინადადება არ მიმიღია.

პსჟ-ში 8 წელი ვთამაშობდი, ვიყავი კაპიტანი, რომელმაც არაერთი თასი მოიგო. ვფიქრობ, მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი. იგივენაირად მოექცნენ კავანის. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც მადლობელი ვარ იმ ყველაფრის, რაც 8 წლის განმავლობაში მოხდა. ყოველთვის კარგად გამახსენდება პარიზში გატარებული დრო“, - თქვა სილვამ.

შეგახსენებთ, რომ სილვა ფრანგულ გუნდში „მილანიდან“ 2012-2013 წლების სეზონში გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ბრაზილიელი 7-ჯერ გახდა საფანგეთის ჩემპიონი, 5-ჯერ მოიგო საფრანგეთის თასი, 6-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასი, 7-ჯერ კი საფრანგეთის სუპერთასი ჩაიბარა. „ჩელსის“ შემადგენლობაში კი მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.115418