ფეხბურთი

11:23 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რა თქმა უნდა, რამოსის საკითხი ჩვენზე გავლენას ახდენს"

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში „ხეტაფე“ დამაჯერებლად დაამარცხა (2:0). თამაში „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეაფასა და ფეხბურთელები შეაქო.

„თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგი თამაში ვაჩვენეთ, ოდნავ განსხვავებული სქემით, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად გამოვიდა. ბიჭებმა ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს. „ატლეტიკოსთან“ ჩამორჩენა დიდია, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა ბოლომდე ვიბრძოლოთ.

რა თქმა უნდა, რამოსის კონტრაქტთან დაკავშირებული ამბავი ჩვენზე გავლენას ახდენს. თუმცა, ლაპარაკით არაფერი იცვლება. ჩვენ მხოლოდ ბრძოლის გაგრძელა და როგორც ყოველთვის ფეხბურთის თამაში შეგვიძლია“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალი“ „ატლეტიკოს“ ახლა 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117808