ფეხბურთი

21:31 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების კურსებზე სარეგისტრაციო პროცესი განახლდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია იწყება. სარეგისტრაციო პროცესი აღნიშნულ ბმულზე19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. უეფასთან წინასწარი კომუნიკაციის საფუძველზე კი, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღად 16 მარტი განისაზღვრა. შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების პირამიდის უმაღლესი საფეხურია. სასწავლო კურსზე დარეგისტრირებულ მსურველებს სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან, კანდიდატები ასევე გაივლიან გასაუბრებას.

​აქვე მოგახსენებთ, რომ ქვეყანაში პანდემიური ვითარების შემსუბუქებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო პროცესი მწვრთნელთა განათლების ყველა საფეხურზე განახლდა. სარეგისტრაციო ფორმები იხილეთ ბმულზე. ახალი ჯგუფების შედგენა და სასწავლო პროცესი საქართველოს მთავრობის მხრიდან სპეციალური რეგულაციების გამოცემის შემდეგ დაიწყება.

0.113323