ფეხბურთი

18:31 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" უმძიმესი კალენდრის წინ წამყვანი მცველების გარეშე დარჩა

იტალიური „ნაპოლი“ წამყვანი მცველების გარეშე დარჩა. ჯენარო გატუზოს გუნდს ბერძენი უკანახაზელი კოსტას მანოლასი გამოაკლდა, რომელიც „ჯენოასთან“ (1:2) ბოლო ტურში დაშავდა.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, მას 3 კვირით მოუწევს უქმობა. ეს „ნაპოლისთვის“ განსაკუთრებული დარტყაა, რადგან კალიდუ კულიბალიც არ არის ხელმისაწვდომი. ნეაპოლელთა ლიდერს პარასკევს კორონავირუსი დაუდასტურდა და როდის გამოჯანმრთელდება უცნობია. ამრიგად, წამყვანი ცენტრალური მცველები გუნდს გამოაკლდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი აქვს მარცხენა მცველ ფაუზი გულამსაც.

„ნაპოლის“ ოთხშაბათს იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ატალანტასთან“ მნიშვნელოვანი საგარეო მატჩი ელოდება (პირველი თამაში 0:0 დასრულდა), ხოლო შაბატს სერია A-ში „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. აქედან გამომდინარე, მანოლასისა და კულიბალის გარეშე ვითარება ძალიან გაურთულდა.

საინტერესოა ისიც, რომ იტალიური მედიის ცნობით, ჯენარო გატუზოს ბედს სწორედ ხსენებული ორი მატჩი გადაწყვეტს. "იუეს" შემდეგ კი ნეაპოლიტანელები ევროპა ლიგაზე ესპანურ "გრანადას" შეხვდებიან.

0.151879