ფეხბურთი

18:59 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოში" კორონავირუსის გამო "სელტასთან" მატჩის წინ ვარჯიში გააუქმეს

მადრიდის „ატლეტიკომ“ დღეს დაგეგმლი ტაქტიკური სესია ვიგოს „სელტასთან“ მატჩის წინ შეწყვიტა. საქმე ისაა, რომ „როხიბლანკოში“ კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული და დიეგო სიმეონე შიშობს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

ამჟამად მადრიდულ გუნდში კორონავირუსით ჟოაო ფელიქსი, მუსა დემბელე, ჰექტორ ერერა, მარიო ჰერმოსო, იანიკ-ფერეირა კარასკო და ტომას ლემარი არიან ინფიცირებული, ხოლო მანამდე ვირუსი ლუის სუარესმა, დიეგო სიმეონემ, შიმე ვრსალკომ, რენან ლოდიმ და ხოსე ხიმენესმა გადაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ მადრიიდს "ატლეტიკო" დღეს ლა ლიგის 23-ე ტურში ვიგოს "სელტას" დაუპირისპირდება.

0.111058