ფეხბურთი

11:35 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი "სიტისთან" 1:4-ზე: "მატჩის უმეტესი ნაწილი შესანიშნავად ვითამაშეთ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტისთან“ (1:4) მატჩი შეაფასა და მისი გუნდის სათამაშო ხარისხით უკმაყოფილო სულაც არ დარჩენილა. როგორც იურგენმა განაცხადა, რომ მატჩის ბედი ორმა უხეშმა შეცდომამ გადაწყვიტა.

„მატჩის უმეტესი ნაწილი შესანიშნავად ვითამაშეთ. ვიცი, რომ თქვენ, ჟურნალისტები სხვანაირად ფიქრობთ, მაგრამ მატჩი ძალიან მომეწონა. პირველ ტაიმში გუნდებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენენს. მეორე ნახევარში „სიტიმ“ სათამაში სქემა ოდნავ შეცვალა და ცოტა დრო დაგვჭირდა ადაპტაციისთვის.

ჩვენ მათ ძალიან ბევრი შესაძლებლობა მივეცით. სალაჰის გოლის შემდეგ ისევ კარგები ვიყავით, მაგრამ შემდეგ დაცვაში ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით და 3:1-ზე რთული იყო პოზიტიური მომენტის მოძებნა, ფილ ფოდენი კი მეოთხე გოლის დროს ბრწყინვალე იყო. რომ არა ალისონის ორი შეცდომა, შეიძლებოდა მატჩი 1:1 დასრულებულიყო.

ფეხბურთს ისე თუ ვითამაშებთ, როგორც ამ მატჩში, 100%-ოთ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თამაშს მოვიგებთ. ინტენსიური ბრძოლა ოთხეულისთვის? მაქსიმუმს გავაკეთებთ, ჯერ კიდევ საკმარისი მატჩებია დარჩენილი იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ, მაგრამ მატჩების მოგება, რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ 40 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. „წითლებმა“ 21 იანვარს შეწყვიტეს შინ 68-მატჩიანი წაუგებელი სერია და მას შემდეგ „ენფილდზე“ მიჯრით 3 თამაში წააგეს, რაც 1963 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113016