ფეხბურთი

23:50 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს ბედი უახლოეს ორ შეხვედრაში გაირკვევა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს მომავალი ჯერაც გაურკვევლია. შედეგები სახარბიელო არ არის და მის მიმართ პრეტენზიებიც ლოგიკურია. კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისატებს უთხრა, რომ რინოს მომავალი უახლოეს ორ მატჩზე იქნება დამოკიდებული - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

პირველი 10 თებერვალს უწევს, იტალიის თასის ნახევარფინალში „ატალანტასთან,“ მეორე კი სერია А-ს 22-ე ტურისა, 13 თებერვალს „იუვენტუსთან.“ თუ აქაც წაიფორხილეს...

იტალიურ მედიაში კი უკვე ასახელებენ გატუზოს შესძლო შემცვლელს, ეს რაფაელ ბენიტესი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124361