ფეხბურთი

12:48 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მნიშვნელოვანია, რომ "რეალმა" ხასიათი გამოავლინა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „უესკასთან“ (2:1) რაფაელ ვარანის დუბლით მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩვენთვის ქულების მოპოვება მნიშვნელოვანია. ხასიათით ვითამაშეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვუმატოთ. ჩვენს მიერ გამოვლენილი ხასიათი უმნიშვნელოვანესი გახლდათ. ვიცოდით, რომ თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეგვეძლო და 0:1-ს შემდეგ გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანია“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩება და 2 თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111859