ფეხბურთი

13:18 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "ბარსელონამ" მესის ახალი კონტრაქტით დამატებითი პუნქტი უნდა შესთავაზოს"

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდა რივალდომ ყოფილ გუნდს ლიონელ მესის შესანარჩუნებლად ყველა მეთოდის გამოყენებისკენ მოუწოდა. როგორც ბრაზილიელი ამბობს, კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს არგენტინელ შემტევთან კონტრაქტის განახლებისთვის.

„კლუბმა უნდა იმოქმედოს მისი შენარჩუნებისთვის თუ არსებობს ფინანსური რესურსი მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. ეს შეიძლება შეიცავდეს პუნქტს კლუბში მუშაობის შესახებ პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ. ასეთმა პუქტმა შეიძლება დააფიქროს ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი ზუსტად, რა სურს მესის და რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მისი როლი, ეს კლუბისთვის სასარგებლო იქნება“, - თქვა რივალდომ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით მის შესაძლო განახლებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113577