ფეხბურთი

12:09 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "მანჩესტერი" ჩემპიონობის კანდიდატი არაა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ევერტონთან“ (3:3) თამაში შეაფასა. ნორვეგიელი სპეციალისტი გულდაწყვეტილი დარჩა ქულების დაკარგვის გამო და განსაკუთრებით გამოუყენებელ მომენტებზე გაამახვილა ყურადღება.

„მეორე ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამი გოლი გავუშვით სამი დარტყმით და როდესაც ეს ხდება, მაწუხებს. კარგად მოვახერხეთ რეაგირება მეტოქის მეორე გოლის შემდეგაც. არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო გამოუყენებელ მომენტებში, მაგრამ ყველამ იცის, რომ იმ ეპიზოდებში უკეთ თამაში შეგვეძლო და მეოთხე გოლი უნდა გაგვეტანა. შედეგი აყალიბებს განწყობას, შესაბამისად, სტადიონი იმედგაცრუებულებმა დავტოვეთ ორი ქულის დაკარგვის გამო.

„მანჩესტერი“ არ უნდა ჩაითვალოს ტიტულის კანდიდატად, ეს არის მედიის აზრი, მაგრამ რეალურად ჩვენ უკეთესი გუნდი გავხდით და ვნახოთ სად აღმოვჩნდებით სეზონის ბოლოს. კარგია, რომ წინ მივდივართ, მაგრამ ადვილი საგოლე მომენტების გამოუყენებლობა უნდა შევწყვიტოთ“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 23 ტურის შემდეგ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113853