კალათბურთი

10:29 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

50 ქულა "საკრამენტოსთან" - ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი და კარიერის რეკორდი

„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი ბრწყინვალე ფორმაშია და „საკრამენტო კინგსთან“ შეხვედრაში სრული ბენეფისი ჰქონდა. სერბმა კალათბურთელმა კარიერის რეკორდი დაამყარა და 50 ქულა ჩააგდო!

და, ამის მიუხედავად, „დენვერმა“ მოახერხა და „საკრამენტოსთან“ მარცხი განიცადა, რადგან მას სათანადოდ მხარი ვერ აუბეს. თავად განსაჯეთ, „დენვერის“ საერთო ქულების თითქმის ნახევარი იოკიჩის აქტივშია. საბოლოოდ, „საკრამენტომ“ 119:114 მოიგო.

ნიკოლა იოკიჩმა 50 ქულას 12 მოხსნა, 8 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა დაამატა. მან 33 სროლიდან 20 გამოიყენა და ცალსახად საუკეთესო იყო. სხვათა შორის, სერბი „დენვერის“ მესამე კალათბურთელი გახდა ბოლო 20 წლის განმავლობაში კარმელო ენტონისა და ალენ აივერსონის შემდეგ, რომელმაც თამაშში მინიმუმ 50 ქულა დააგროვა. „საკრამენტომ“ უფრო გუნდური კალათბურთით მოიგო, გამორჩეულები კი ჰარისონ ბარნსი 28 ქულით და დე’არონ ფოქსი 24 ქულით იყვნენ.

„დენვერი“ დასავლეთ კონფერენციაში 12 გამარჯვებით და 10 წაგებით მეხუთეა და მომდევნო ტურში 9 თებერვალს „მილუოკი ბაქსს“ შეხვდება, ხოლო „საკრამენტოს“ 11-11 მოგება/წაგებით მე-11 პოზიცია უკავია და დღეს ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113644