ფეხბურთი

18:59 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" უკრაინულ "ზორიასთან" დამარცხდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქეთში მორიგი სპარინგი ჩაატარა და ზედიზედ მარცხი განიცადა. გიორგი ნემსაძის გუნდი კიევის „დინამოსთან“ და „ლუდოგორეცთან“ მატჩების შემდეგ ლუგანსკის „ზორიასთან“ დამარცხდა.

არადა, თამაში „დინამომ“ კარგად დაიწყო და ზორან მარუშიჩმა მატჩის დასაწყისშივე ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის შუაწელს თბილისელებმა დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს და კოჩერგინმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორე ტაიმში ალეფირენკომ გამარჯვება უკრაინელებს მოუტანა.

ამრიგად, „დინამო თბილისს“ თურქულ შეკრებაზე 6 მატჩში 1 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება დაუგროვდა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს, რუსული „სოჭის“ წინააღმდეგ გამართავს.

„დინამო თბილისი“ – „ზორია“ 1:2

გოლები: 1:0 მარუშიჩი, 1:1 კოჩერგინი, 1:2 ალეფირენკო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117972