ფეხბურთი

13:31 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2-ის წილისყრის შედეგები!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის წილისყრა 5 თებრვალს გაიმართა, რომელიც პანდემიის გამო არასტანდარტულ გარემოში, დისტანციურად, ონლაინ ფორმატით ჩატარდა.

რიგით მესამე გათამაშება სტარტს 13 თებერვალსთბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. გახსნით ტურში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან: არმია VS ქუთაისის „მართვე“, გორი VS საქართველოს უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი VS ბათუმის აკადემია, ილიაუნი 2 VSთსუ 2.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში კვალიფიცირდება. რეგულარული სეზონი ორ წრედ ჩატარდება და 8 გუნდიდან პლეიოფში ასპარეზობას 4 საუკეთესო შედეგის მქონე განაგრძობს. ნახევარფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს. ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი კი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ფუტსალის ლიგის მეხუთეადგილოსანს გაეჯიბრება.

პარალელურად, გუნდები ფუტსალის ლიგის თასის გათამაშები ჩაებმებიან. წელს პირველად, ლიგა 2-ის მონაწილეებს შორის, თასის გათამაშებაში მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება. პირველ შეხვედრას გუნდები 27 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართავენ. წილისყრის შედეგად ერთმანეთს არმია-გორი, ილიაუნი 2 - ბათუმის აკადემია, ევროპის უნივერსიტეტი - თსუ2 და საქართველოს უნივერსიტეტი - მართვედაუპირისპირდებიან. 13 მარტს შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპი ჩატარდება. 23 მარტიდან კი გამარჯვებული ორი გუნდი ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების მეოთხედფინალებს შეუერთდება.

ძალაში რჩება პანდემიის პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვა თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით და ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112771