ფეხბურთი

11:06 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ბოლო სამ თვეში: ოქრიაშვილი "ანორთოსისის" განაცხადშია

თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და 3-თვიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა, ითამაშოს. 28 წლის შემტევი ლარნაკას აეკ-თან დღეს გასამართი მატჩის „ანორთოსისის“ განაცხადშია.

„ოქრიმ“ ბოლოს 12 ნოემბერს, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრაში ითამაშა, ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უთამაშებელია. მიმდინარე სეზონში მას კვიპროსის ჩემპიონატში 8 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

თორნიკეს გარდა, განაცხადში არიან მურთაზ დაუშვილი, გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია.

„ანორთოსისი“ 43 ქულით მესამე პოზიციაზეა და საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული. აეკ-თან დღევანდელი თამაში 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11496