ფეხბურთი

18:07 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მარსელოს ყიდის, მას მსურველი იტალიაში ჰყავს

მადრიდის „რეალმა“ მარსელო ტრანსფერზე დააყენა. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება. „სამეფო კლუბს“ არ სურს ბრაზილიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტა და მისი გაყიდვით ფულის გამომუშავებას აპირებენ.

მარსელოთი ამჟამად ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული, რომელსაც მარცხენა მცველის პოზიცია აქვს გასაძლიერებელი, რადგან მხოლოდ ალექს სანდრო ჰყავს და ისიც ბოლო დროს ცუდ ფორმაშია.

თავის მხრივ, მარსელო „რეალის“ ძირითად შემამადგენლობაში ვეღარ ხვდება და მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა (1 საგოლე პასი). შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მადირდულ გრანდში 2007 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099254